Sunday, March 18, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება:
ამერიკის რევოლუცია
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
ამერიკის შეერთებული შტატების გაცნობა–შესწავლა
3. პროექტის აქტუალობა:
ამერიკის შეერთებული შტატები მართალია ცნობილია  ყველა მოსწავლესთვის, მაგრამ  შტატების სახელწოდებები ქალაქების სახელწოდებებში რომ არ აერიოთ, გაეცნონ შტატების ადგილმდებარეობას, თავდაპირველად ჩამოყალიბებულ შტატებს რომელმა კოლონიებმა ჩაუყარეს საფუძველი, როგორ აშენებდნენ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანას პირველი ამერიკელები, ამისათვის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
4. პროექტის მიზნები:
 შტატების ადგილმდებარეობის გაცნობა,
თავდაპირველი ცამეტი კოლონია,
დემოუკიდებლობის დეკლარაცია
როგორ აშენებდნენ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანას პირველი ამერიკელები
ბენჯამინ ფრანკლინი, ჯონ ჰენკოკი, სამუელ და ჯონ ადამსები, თომას ჯეფერსონი, ჯორჯ ვაშინგტონი, ლაფაიეტი
5. მონაწილეთა ასაკი:
13–14 წელი
6. ვადები/ ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (თუ გაკვეთილის დროს ხდება წიგნის შესწავლა)
5 დღე – ინტენსიური კურსის დროს, სულ15–20 საათი, ინდივიდუალური მუშაობისთვის ასევე 15–20 საათი
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ამერიკის შეერთებული შტატების რუკა, რომელსაც მოსწავლეები შექმნიან
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნი " რევოლუცია", ავტორი ჰუიზენგა, ფორმატი–ვატმანი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, ზეთის და წყლის სარებავები, ფერადი ქაღალდები, წებო, ინტერნეტი, პრეზენტაციები, მოსწავლეების მიერ შექმნილი ტესტები
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პრეზენტაციები
თითოეულ შეხვედრაზე (ინტენსიური კურსის დროს) 2 თავის განხილვა, სემესტრული კურსის დროს თავის მესამედის ან მეოთხედის გაცნობა კვირაში 2–3–ჯერ და გაკვეთილზე 10–15 წუთის დათმობა ამ სახელმძღვანელოსთვის
მსჯელობა
რუკის გამოყენება
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინგლისური (პროექტის განხორციელების ენა)
გეოგრაფია
ისტორია
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ნინო ეკატერინე ყიფიანი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
ninoekaterinekipiani@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
ninoekaterinekipiani.blogspot.com